ევროპის ადვოკატათა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) მმართველმა კომიტეტმა, ერთხმად, 32 წევრი-ქვეყნის მხარდაჭერით, სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებების კომიტეტის რეკომენდაცია და CCBE-ის 2017 წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდოს მფლობელად ოფიციალურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაამტკიცა.
ეს ზაზა ხატიაშვილის და საქართველოს ადვოკატთა კორუსის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარებაა.
ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის.